четверг, 16 октября 2008 г.












1. პროექტის სახელი: წყალი ჩვენს ცხოვრებაში.
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას წყლის მნიშვნელოვნებაზე ჩვენს ცხოვრებაში:
1) წყლის როლი მცენარეთა,ცხოველთა და ადამიანის ცხოვრებაში;
2) წყლის გამოყენება ყოველდღიურობასა და მრეწველობაში;
3) წყალსაცავების,მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობა;
4) წყლისადმი მიძღვნილი ხელოვნების ნიმუშები.
3. პროექტის სრული აღწერა: დაკვირვებისა და ექსპერიმენტების საშუალებით მოსწავლეები არკვევენ თუ როგორ ეგუებიან ცოცხალი ორგანიზმები წყლის უკმარისობას ან სიჭარბეს.
არკვევენ რა როლი უკავია წყალს ადამიანის ორგანიზმსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
იკვლევენ საკითხებს: ადამიანის ჯანმრთელობა და წყალი (წყლის მეშვეობით გავრცელებული დაავადებები).
მოსწავლები არკვევენ თუ რომელი ფაბრიკა-ქარხნები, საწარმოები ფუნქციონირებენ მათ რეგიონში, ასევე იკვლევენ როგორია წყლის როლი და როგორ გამოიყენება სამრეწველო საქმიანობაში.
მოსწავლეები იკვლევენ როგორია წყლის, მდინარეებისა და წყალსაცავების ეკოლოგიური მდგომარეობა და არკვევენ თუ რა ზიანი მოაქვთ საწარმოებს, ფაბრიკებსა და ქარხნებს წყლის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.
იღებენ წყლის სინჯებს, ახდენენ მათ ანალიზს.
ადგენენ დიაგრამებს. ტაბულებსა და გრაფიკებს, რომლებიც ასახავენ წყლის სხვადასხვა სინჯების შემადგენლობასა და დამოკიდებულებას სამრეწველო სამუშაოების გავლენის გამო.
მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას წყლისადმი მიძღვნილი ნაწარმოებების შესახებ და იკვლევენ მის როლს ამა თუ იმ მწერლებისა თუ მსატვრების შემოქმედებაში.
მოსწავლეები სისტემატურად იღებენ სურათებს და შექმნილ ფოტოებს განათავსებენ ვებგალერეაში.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 15-17, მე-9 - მე-11
5. ვადები - ხანგრძლივობა: 2008 ნოემბერი - 2009 მაისი.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება (ბიბლიოთეკა, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი), ესპერიმენტების ჩატარება მცენარეზე, მონაცემების შეტანა ცხრილში, დიაგრამების აგება, ფოტოების და ნახატების გამოფენა, ვებ-გალერეაში გადაღებული ფოტოების ატვირთვა (საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი)
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქცია, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნას ბლოგი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი ექსპერიმენტული დაკვირვების შედეგებს, შეადგენენ ცხრილებსა და დიაგრამებს წყლის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, გადაღებული სურათებით, შესრულებული ნახატებითა და პლაკატებით აწყობენ გამოფენას.
8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები მეტს შეიტყობენ წყლის როლზე მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანის ცხოვრებაში, ბავშვები გაიგებენ რა ზიანი მოაქვთ საწარმოებს, ფაბრიკებსა და ქარხნებს წყლის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე; უკეთ გაეცნობიან გარემოს. ბავშვები განიხილავენ ხელოვნების ნიმუშებს.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში-ბოტანიკაში, ბიოლოგიაში , ზოოლოგიაში, (შეისწავლიან წყლის როლს მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანთა ცხოვრებაში);
ქიმიაში(იღებენ წყლის სინჯებს, ახდნენენ მათ ანალიზს) ეკოლოგიაში(არკვევენ თუ რა ზიანი მოაქვთ საწარმოებს, ფაბრიკებსა და ქარხნებს წყლის ეკოლოგიური მდგომარეობისათვის) ლიტერატურაში (თუ რომელი მწერლისა თუ/პოეტის შემოქმედებაში ჰპოვა ასახვა წყალმა, რა თქმულებები თუ ხალხური შემოქმედების ნიმუშებია მათზე შექმნილი), ხელოვნებაში (მდინარის, ზღვის, ოკეანის ამსახველი ნახატები, კინოფილმები და სხვა), საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში მასალების მოძიებით, დამუშავებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით) და სხვა.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
1. მე-7 სკოლა: ნინო ბეგაძე, მარინა ჯალიაშვილი. ninobegadze@gmail.com
2. მე-2 სკოლა:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: 1. ირინა პეტროსიანი (საქართველო, რუსთავი, №3 სკოლა) ისტ მენეჯერი; 2. მარინა ბახტაძე (საქართველო, რუსთავი, №3 სკოლა) ინფორმატიკის მასწავლებელი; 3. ნანა ჯგუბურია (საქართველო, რუსთავი, №3 სკოლა) ბიოლოგი.
13. პროექტის ფასილ. ელ. ფოსტა: 1) nanajguba@gmail.com 2) ira.petrosia@gmail.com 3) marinabakh@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:


კლიპის ავტორი მე-11 კლასის მოსწავლე-თამუნა შალამბერიძე

7 комментариев:

dalikokh комментирует...

რუსთავის მე-3 სკოლის Iთ მენეჯერს და პედაგოგებს!

პროექტი ძალიან მომეწონა და ვფიქრობ ჩემი სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან.
გისურვებთ შემდგომ წარმატებებს.

პატივისცემით,
რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის
IT მენეჯერი
დალი ხარებაშვილი

Marina Doborjginidze комментирует...
Этот комментарий был удален автором.
Marina Doborjginidze комментирует...

ზალიან საინტერესო თემაა. გისურვებთ წარმატებებს

xato-metonidze комментирует...

kargi da saintereso proeqtia, warmatebebs gisurvebt! momewona blogis dizainic.

მარინა ტარუღიშვილი комментирует...

პროექტის ფასილიტატორებს!

ქალბატონებო,ძალიან საინტერესო პროექტისთვის მოგიკიდიათ ხელი.წყალს,ნამდვილად,დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში.საწყენია,რომ ჩვენ არ ვიცით ამ განძის გაფრთხილება.ადამიანის უგუნური საქციელით წყალი დაბინძურებულია.ყველაზე დიდი საქმე ის არის,მომავალ თაობას ვასწავლოთ მისი გაფრთხილება.

124–ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი მარინა ტარუღიშვილი.

irma комментирует...

მშვენიერი პროექტია! ვითანამშრომლოთ: ჩვენი პროექტია ”ჩვენი მდინარე”
(chvenimdinare.blogspot.com)
შეიძლება პარალელურად მუშაობა ორიუვე პროექტზე. პატივისცემით
თბილისის #4 საჯარო სკოლა
ისტ მენეჯერი და ქიმიის მასწავლებელი
ირმა თიკანაძე
გამოგვეხმაურეთ!

mano24 комментирует...

წყალი ყოველთვის აქტუალური თემაა გისურვებთ წარმატებას!